ACICC- ი და UNITED-ი ერთობლივ საერთაშორისო კონფერენციას ჩაატარებენ

„ეთნოსთაშორის თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრი“ (ACICC) – რასიზმისა და ფაშიზმის წინააღმდეგ ევროპაში ყველაზე მსხვილ ორგანიზაციათა გაერთიანება (UNITED) ერთობლივად ახორციელებენ საერთაშორისო კონფერენციას – „რა ყოფს ევროპას? ტრადიციული ფასეულობები და ფუნდამენტური უფლებები“. ორგანიზატორების ცნობით, კონფერენციას 75 ახალგაზრდა ლიდერი დამსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყნიდა აქტივისტი დაესწრება. შეხვედრის ოფიციალურ ნაწილს ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელიკატერინა ბოლონიეზე გახსნის.
კონფერენცია 13:00 საათზე „ევროპის სახლში გაიხსნება. გახსნის ცერემონიალის შემდეგ მონაწილეები ბაკურიანში გაემგზავრებიან, სადაც კონფერენცია ჩატარდება.
პროექტის მხარდაჭრები არიან -ევროპის საბჭო; ფონდი ღია საზოგადოება; საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი. ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველო“, საქართველოს გაეროს ასოციაცია UNAG და USAID.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები