თურქეთის მთავარი ოპოზიციური პარტია არის პასუხისმგებელი ვანდალების თავდასხმების დროს ჩვენი პოლიციელების დაშავებაზე, მაღაზიების ფანჯრების გატეხვასა და საზოგადოებრივი ქონების დაზიანებაზე, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
„კორუფციის, ძარცვის, მექრთამეობისა და გამოძალვის ბრალდებებზე პასუხის გაცემის ნაცვლად, მათ გააკეთეს ყველაზე ბოროტი და უკანონო განცხადებები ჩვენს პოლიტიკურ ისტორიაში ბოლო ხუთი დღის განმავლობაში. შეწყვიტეთ ჩვენი მოქალაქეების სიმშვიდის დარღვევა პროვოკაციებით“, – თქვა ერდოღანმა და მოუწოდა მათ შეწყვიტონ პროტესტი.
მანვე დასძინა, რომ ოპოზიციამ ხალხის ნერვებზე აღარ უნდა ითამაშოს.
„მე მჯერა, რომ თუ [ოპოზიციას] რაიმე პატივისცემა დარჩება, შერცხვება იმ ბოროტების, რაც მათ ქვეყანას გაუკეთეს“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ თურქეთში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც სტამბოლის ოპოზიციონერი მერი, ეკრემ იმამოღლუ კორუფციის ბრალდებით დააკავეს.
ქვეყანაში საპროტესტო აქციების დაწყებიდან დღემდე სამართალდამცველებმა1 133 ადამიანი დააკავეს.