გურამ მაჭარაშვილი: უცნაურია, რომ რუსეთ-უკრაინის ამ საშინელ ომში თავად უკრაინის პრეზიდენტი არ არის მზად მშვიდობისთვის მხარის დასაჭერად

„კითხვაზე: რამდენად მიუახლოვდა მშვიდობას მსოფლიო, ვიტყოდი, რომ ეს პროცესი დაწყებულია და შეიძლება დაჩქარებულიც, თუმცა უცნაურია, რომ რუსეთ-უკრაინის ამ საშინელ ომში თავად უკრაინის პრეზიდენტი არ არის მზად მშვიდობისთვის მხარის დასაჭერად, მაშინ, როცა ამერიკის პრეზიდენტიც კი მოუწოდებს ამისკენ”, – ამის შესახებ, მედიასთან „ხალხის ძალის” აღმასრულებელმა მდივანმა – გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტს ომის გაგრძელებაში მხარს უჭერს ევროკავშირის ბიუროკრატია.

„ზელენსკი გამოგონილი მიზეზებით, რომ რუსეთს არ უნდა მშვიდობა და ა.შ. აჭიანურებს მშვიდობის დადგომის პროცესს, ამაში კი მხარს უჭერს და უფრო მეტიც, აქეზებს, ევროკავშირის ბიუროკრატია”, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები