მაკა ბოჭორიშვილი: ევროინტეგრაცია რჩება საქართველოს სტრატეგიულ მიზნად
“ევროინტეგრაცია რჩება საქართველოს სტრატეგიულ მიზნად და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოსთვის”, – ამის შესახებ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა უნგრეთში, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ, პიტერ სიიარტოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბოჭორიშვილის თქმით, საქართველომ მრავალი წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ სანდრო პარტნიორია.
„ევროინტეგრაცია რჩება საქართველოს სტრატეგიულ მიზნად და ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია საქართველოსთვის. რასაც ვხედავთ ბოლო წლებში, არის, რომ ევროინტეგრაცია სხვადასხვა აქტორის მიერ ძალიან ხშირად გამოიყენება ქვეყნის დესტაბილიზაციის ინსტრუმენტად და ჩვენ არ გვახარებს ამის ხილვა. საქართველომ მრავალი წლის განმავლობაში დაამტკიცა, რომ სანდრო პარტნიორია. ჩვენ ყოველთვის იქ ვართ, სადაც პარტნიორებს სურთ ჩვენი ნახვა, მათ შორის როცა საქმე ეხება უსაფრთხოებისთვის ბრძოლას, მშვიდობას, ეკონომიკურ განვითარებას და უკეთეს მომავალს. მჯერა, რომ საქართველოს შეუძლია წვლილის შეტანა ევროპის უკეთესი მომავლის უზრუნველყოფაში. ამისთვის საჭიროა მაგიდასთან დაჯდომა და სერიოზულ საკითხებზე საუბარი, შეწყვეტა დესტაბილიზაციისა და ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევისთვის ამ საკითხის გამოყენების, რასაც საქართველოში, სამწუხაროდ, ხშირად ვხედავთ“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.