მაკა ბოჭორიშვილი: ძალიან ვაფასებთ უნგრეთის მხარდაჭერას ევროკავშირის და ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში, დიდი მადლობა თქვენი პოზიციის გამო
“ჩვენ ძალიან ვაფასებთ უნგრეთის მხარდაჭერას ევროკავშირის და ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში, დიდი მადლობა თქვენი პოზიციის გამო”, – ამის შესახებ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა უნგრეთში, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ, პიტერ სიიარტოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მაკა ბოჭორიშვილმა, ყურადღება გაამახვილა ოკუპაციის პრობლემაზე და მშვიდობის მნიშვნელობაზე.
„უპირველეს ყოვლისა, მინდა, დიდი მადლობა გადაგიხადოთ პირადად თქვენ, რათა მომეცით შესაძლებლობა, ვყოფილიყავი დღეს აქ, ბუდაპეშტში და მიმემართა ამბასადორიალისადმი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა დიპლომატიური წრეებისთვის. ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა. დიდი მადლობა ასევე უნგრეთის მხარდაჭერისთვის საქართველოს მიმართ, თქვენი პოზიციის გამო გიხდით მადლობას. ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას ევროკავშირის ფარგლებშიც და რა თქმა უნდა, ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში. წელს ინტენსიური ორმხრივი ურთიერთობები გვაქვს, მომავალი კიდევ უფრო უკეთესია. ჩვენ ძალიან მალე გვექნება ეკონომიკური საბჭოს სხდომა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა გავაძლიეროთ ჩვენს ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირები და გამოვავლინოთ ახალი შესაძლებლობები. რა თქმა უნდა, მაჩვენებლები კარგია, მაგრამ მათი გაუმჯობესებაც შეიძლება. ამ მიმართულებით ვიმუშავებთ და დარწმუნებული ვარ, რომ უკეთესი შედეგები გვექნება მომდევნო წლებში ეკონომიკური თანამშრომლობის გაუმჯობესების კუთხით. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით ჩვენს შემდგომ მთავრობათა შორის შეხვედრას ბუდაპეშტში, საქართველოს მთავრობა და უნგრეთის მთავრობა შეხვდებიან. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა იმაზე სასაუბროდ, რა შეიძლება გაკეთდეს სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის კონტექსტში. ეს ძალიან მკაფიო მაგალითია, როგორ უნდა თანამშრომლობდნენ ქვეყნები ერთმანეთთან და როგორ უნდა მუშაობდნენ ერთად, რათა გაძლიერდეს თანამშრომლობა.
კარგად მოგეხსენებათ, რომ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ითამაშოს საკუთარი როლი შუა დერეფანში, ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ ამ პროექტს და სხვადასხვა ქვეყნის მონაწილეობით, აქ, უნგრეთში უნდა ვახსენო ჩვენი კარგი თანამშრომლობა, როდესაც საუბარია დაკავშირებადობაზე, თანამშრომლობაზე საქართველოს, უნგრეთს, რუმინეთს და აზერბაიჯანს შორის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ამ მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება. მნიშვნელოვანია ამ კუთხით ევროკომისიასთანაც მუშაობა და ეს პროექტი მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რასაც ჩვენ ვთავაზობთ. ჩვენ გვაქვს თქვენი მხარდაჭერის იმედი ევროსტრუქტურებში, რათა მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდეს ევროპის უსაფრთხოებისთვის, ასე ვიტყოდი.
მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველო კვლავ დგას რუსეთის მხრიდან ოკუპაციის პრობლემის წინაშე ორ რეგიონში. ეს კვლავ გარკვეულ საფრთხეებს ქმნის და ჩვენ მშვიდობიანი მოგვარების საკითხებზე ვმუშაობთ. ძალიან მნიშვნელოვანია ეს სამომავლო განვითარებისთვის, ეკონომიკური თანამშრომლობისთვის და ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის, როგორც ქვეყანაში, ასევე რეგიონში. ჩვენ ამ კუთხით ვიზიარებთ ჩვენს საერთო მომავლის ხედვას“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.