პიტერ სიიარტო: საქართველო საუკეთესო მაგალითია, როგორ შეიძლება, საერთაშორისო ლიბერალური მეინსტრიმი, გლობალური დიქტატურა ცდილობდეს მთავრობაზე წნეხს

,,საქართველო არის საუკეთესო მაგალითი, როგორ შეიძლება, საერთაშორისო ლიბერალური მეინსტრიმი, გლობალური დიქტატურა ცდილობდეს მთავრობაზე წნეხს იმის გამო, რომ ქვეყანას პატრიოტული გრძნობები აქვს და არსებობს პოლიტიკური სტრატეგია, რომ ქვეყანაში კონსერვატორული და ქრისტიანული იდეები განხორციელდეს”,- ამის შესახებ, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ – მაკა ბოჭორიშვილთან გამართულ ერთობლივ კონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბუდაპეშტში, ელჩების შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

„ჩვენ ვხედავთ, რამდენად სკანდალურია ორმაგი სტანდარტი მსოფლიოში, რომელიც შემდეგ ფაქტს ეფუძნება – ლიბერალური პარტიები, თუ იმარჯვებენ ქვეყანაში, ეს იდეალურია ბრიუსელისთვის, თუ ეროვნული მთავრობა იმარჯვებს, მაშინ კრიზისია. ეს აღმაშფოთებელი მიდგომა საერთაშორისო პოლიტიკაში დონალდ ტრამპმა შეაჩერა, რომელმაც მყისიერად და მკაფიოდ განაცხადა, რომ გლობალური დიქტატურა, ლიბერალური ძალები წარსულს ჩაბარდნენ, იდეოლოგია შეიცვალა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ ამ პოლიტიკის წარმატებას“, – აღნიშნა სიიარტომ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები