მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირი თუ გადაწყვეტს, ხვალვე არის შესაძლებლობა, გავაგრძელოთ ურთიერთობები იმ საკითხებზე საუბრით, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენი საერთო ევროპული მომავლისთვის

,,ევროკავშირი თუ გადაწყვეტს, ხვალვე არის შესაძლებლობა, გავაგრძელოთ ურთიერთობები მაგიდასთან იმ საკითხებზე საუბრით, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის, საქართველოსთვის და ჩვენი საერთო ევროპული მომავლისთვის”,- ამის შესახებ, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა უნგრეთში ვიზიტისას ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ამისთვის გამბედაობაც საჭიროა.

„ამას სჭირდება ერთგვარად გამბედაობაც, რომ ევროკავშირის მხრიდან გადაიდგას ეს ნაბიჯი და შეწყდეს უსამართლო ნაბიჯები, უსამართლო დამოკიდებულება, რაც არის საქართველოსთან მიმართებით და გამომდინარეობს კონკრეტული მიზეზებიდან, რაც უკვე ცხადად ჩანს და ვხედავთ“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები