კახა კალაძე: ამერიკული FARA-ს რუსულ კანონად წარმოჩენა ქვეყნის გარედან წამოსული დავალებაა

ეს არ არის ოპოზიციის მესიჯი, ეს არის გარედან წამოსული დავალება. კერძოდ ის, რომ ახლა უკვე FARA უნდა შეიფუთოს რუსულ კანონად. რა თქმა უნდა, ეს გარედან წამოსული მესიჯია და ამის მცდელობა ექნებათ, – განაცხადა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ.

მისი თქმით, ოპოზიციის ეს მცდელობა უშედეგო იქნება.

„ცხადია, ეს არ გამოუვათ, იმიტომ, რომ გადაწყვეტილების მიღებისას, ვთქვით, რომ გავაკეთებთ იმ კანონის კოპირებას, რომელიც წლებია აშშ-ში მოქმედებს. რა თქმა უნდა, გამჭვირვალობა არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. როდესაც ხდებოდა სხვადასხვა ორგანიზაციის დაფინანსება, ეს აბსოლუტურად არაგამჭვირვალედ ხორციელდებოდა. ქვეყნის გადატრიალების მცდელობა ფინანსდებოდა გარედან, პოლარიზაცია ფინანსდებოდა და ფინანსდება გარედან, საზოგადოების დაპირისპირებაც ფინანსდებოდა გარედან. ეს ყველაფერი უნდა დავასრულოთ და საზოგადოებას ყველაფერზე უნდა ჰქონდეს პასუხი, ყველაფერი უნდა იყოს აბსოლუტურად გამჭვირვალე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები