“ნაცმოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელმა საგამოძიებო კომისიამ სხდომაზე მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დაიბარა

“ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელმა საგამოძიებო კომისიამ სხდომაზე „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები – მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დაიბარა.

სხდომა ხვალ, 25 მარტს გაიმართება – დღის წესრიგით, გათვალისწინებულია ბიზნესზე ზეწოლის ერთ-ერთი საქმის – შპს “მაგნატის“ საქმის განხილვა.

აღნიშნულ სხდომაზე, ასევე, მოწვეულნი არიან შპს „მაგნატის“ მესაკუთრე – ჯემალ ლეონიძე და მისი ადვოკატი – როინ მიგრიაული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები