ბექა ძამაშვილი: საია-მ აღიარა, რომ რაიმე წინაპირობა იმის, რომ „გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მოქმედება ევროპულ კონვენციას არღვევდა არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიმართებით, იყო მხოლოდ წინასაარჩევნოდ შექმნილი აჟიოტაჟი

“ფაქტობრივად მათ [საია-მ] აღიარეს, რომ რაიმე წინაპირობა იმის, რომ „გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მოქმედება ევროპულ კონვენციას არღვევდა არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიმართებით, იყო მხოლოდ წინასაარჩევნოდ შექმნილი აჟიოტაჟი, მითი”,- ამის შესახებ, იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს, როგორი აღტყინებით ითხოვდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე, თითქოს ამ კანონის მოქმედება, ყოველი დღე გამოუსწორებელ ზიანს აყენებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს და მისი მოქმედება დაუყოვნებლივ უნდა შეჩერებულიყო. მაშინ საქართველოს ხელისუფლება, საქართველოს პარლამენტი და იუსტიციის სამინისტრო სწორედ ევროპული სასამართლოს პრეცედენტებზე მითითებით, საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე აცხადებდა, რომ რაიმე ასეთი საფრთხე არ არსებობდა. საკონსტიტუციო სასამართლო ამაში, ჩვენ დაგვეთანხმა და დღეს უკვე ვიგებთ, რომ საია-ც ამ აზრზე ყოფილა და მხოლოდ გარკვეული მიზნებით შექმნეს აჟიოტაჟი სხვადასხვა აქტორის დახმარებით“, – აღნიშნა ძამაშვილმა.

ცნობისთვის, საიას თავმჯდომარის განცხადებით, სტრასბურგში „გამჭვირვალობის კანონის“ გასაჩივრების დროს, დროებითი ღონისძიების სახით კანონის შეჩერება არ მოუთხოვიათ, საქართველოში კი პირიქით, ცვლილებების შეჩერებას ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები