შალვა პაპუაშვილი: როდესაც პარტია არ მონაწილეობს არჩევნებში, ამით აცხადებს, რომ ის არის არა დემოკრატიული, არამედ ექსტრემისტული პარტია
“მათ მონაწილეობა / არ მონაწილეობას საერთოდ არანაირი გავლენა არ აქვს არჩევნების ლეგიტიმაციაზე”, -ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც პარტია არ მონაწილეობს არჩევნებში, ამით აცხადებს, რომ ის არის არა დემოკრატიული, არამედ ექსტრემისტული პარტია.
„ვხედავთ მათ შორის აღიარებას, არის ასეთი განცხადებები იმ მდგომარეობისა, რომ იციან, კიდევ ერთხელ დამარცხდებიან, რომ ქართველი ხალხი მათ არ მისცემს არანაირი მანდატს და კიდევ ერთი მარცხი დაადასტურებს მათ სავალალო მდგომარეობას. ასე რომ, მე მე ვფიქრობ, რომ უმჯობესიც იქნება თუ მონაწილეობას არ მიიღებენ ექსტრემისტული პარტიები არჩევნებში და ამით მოხდება საქართველოში საბოლოოდ გადატვირთვა პოლიტიკური ლანდშაფტისა. ამიტომ მათაც და მათ უცხოელ მფარველებსაც მოვუწოდებ, რომ აქეთკენ უბიძგონ, რომ მონაწილეობა არ მიიღონ. ერთ-ერთი რადიკალი პოლიტიკოსი, ექსპრეზიდენტი ზურაბიშვილი ეს დღეები იქნება ბალტიის ქვეყნებში და იმედია, რომ მისი მფარველები იქიდანაც მოუწოდებენ მას, რომ არ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში, ვინაიდან ექსტრემიზმი საბოლოოდ უნდა დამარცხდეს საქართველოში. ექსტრემისტული პოლიტიკური დღის წესრიგი უნდა დასრულდეს საქართველოში და უცხო ქვეყნების ინტერესების გამტარებელი პარტიები უნდა დასრულდეს საქართველოში.
რაც შეეხება არასაპარლამენტო ოპოზიციას და მათ მონაწილეობას არჩევნებში, რა თქმა უნდა, დემოკრატიული პარტია არსებობს იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში, ამით გაზომოს საკუთარი მხარდაჭერა მოსახლეობაში და მიიღოს სახელისუფლებო მანდატის ესა თუ ის ოდენობა. როდესაც პარტია არ მონაწილეობს არჩევნებში, ის ამით აცხადებს, რომ ის არ არის დემოკრატიული პარტია და აცხადებს, რომ არის ექსტრემისტული პარტია. ამიტომ, ვინც ამბობს, რომ არ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში, ვინც მოუწოდებს მათ რომ არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, ყველა სინამდვილეში არის დემოკრატიის მტერი და მხარდამჭერი ექსტრემისტული მოძრაობების“, – განაცხადა პაპუაშვილმა.