“რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას, მნიშვნელოვანი არის, რომ საქართველოს მოსახლეობამ და ასევე ქვეყნის გარეთაც, კიდევ ერთხელ ყველამ შეხედოს და, განსაკუთრებით ახალგაზრდობას მივმართავ, რომ უყურონ ამ პროცესს და ნახონ ვინ არიან ისინი, რომლებიც დღეს მოუწოდებენ მათ რომ მათ მხარეს დადგნენ”, – ამის შესახებ, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საგამოძიებო კომისიაზე საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ხვალ მნიშვნელოვანი მომენტია განსახილველი, ერთ-ერთი ეპიზოდი, რომელიც ბიზნესის რეკეტს ეხება.
„ვინ არიან საქართველოს ის მოქალაქეები და ის უცხოელები, რომლებიც ამ რეჟიმის მხარდამჭერები იყვნენ. ეს ის ხალხია, ვინც სააკაშვილის რეჟიმის მხარდამჭერი იყო, როდესაც ის ხელისუფლებაში იყო და ეს ის ხალხია, რომელიც მას აგულიანებდა ,2021 წელს შემოპარულიყო საქართველოში და აერია ეს ქვეყანა. ამიტომ განსაკუთრებით ახალგაზრდებმა უნდა უყურონ ამ პროცესს და ნახონ რა საქართველოს ქმნიდა სააკაშვილის რეჟიმი უცხოეთიდან მწვანე შუქის ფონზე.
ხვალ მნიშვნელოვანი მომენტია განსახილველი, ერთ-ერთი ეპიზოდი, რომელიც შეეხება ბიზნესის რეკეტს და დღეს ეს ბიზნესის რეკეტიორები ზოგი პოლიტიკაში არიან და ზოგი მედიაში. bmg-ის ხელმძღვანელი ბატონი ისაკაძე, რომელსაც თვითონ აქვს აღიარებული, რომ ის იყო მონაწილე ბიზნესის რეკეტის. აღიარა, სასამართლო პროცესზე, სადაც ის იყო ერთ-ერთი მონაწილე, რომელიც შეეხებოდა ბანკი „ქართუს“ გაკოტრებას, სადაც მან ყალბი მონაცემებით. მსგავსი მორალის ადამიანები დღეს საუბრობენ ბიზნესზე ბიზნესის თავისუფლებაზე. სინამდვილეში მათ ერთის სურვილი აქვთ, რომ რაიმენაირად მობრუნდნენ იმ ხელისუფლებაში და მიიღონ ის ძალაუფლება, რომელიც მათ ჰქონდათ და რომელსაც შემდეგ უნაწილებდნენ ისაკაძის და ხაზარაძის მსგავს ვითომ ბიზნესმენებს იმისთვის, რომ რეკეტი ეწარმოებინა სხვა ბიზნესების და რაც შეიძლება მეტი ქონება მიესაკუთრებინათ“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.