შალვა პაპუაშვილი: საკუთარი ქვეყნის მოქალაქეების მიმართ სალომე ზურაბიშვილის ტერმინოლოგია აჩვენებს, რომ ქართული არ არის მისთვის მშობლიური ენა, არ იცის, სად რა ტერმინი და სიტყვა გამოიყენოს

“სალომე ზურაბიშვილი საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს, რომ ამ ტერმინოლოგიით მიმართავს, ესეც აჩვენებს, რომ მისთვის მშობლიური ენა არ იცის და არ იცის, სად რა ტერმინი და სიტყვა გამოიყენოს”, – ამის შესახებც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც სალომე ზურაბიშვილის ფეისბუქ სტატუსს გამოეხმაურა, რომელშიც ზურაბიშვილი წერს: „როგორც ჯერაც ლეგიტიმურმა პრეზიდენტმა, მინდა, პრეზიდენტის როლში ბოდიში მოვუხადო ჩვენს მეზობელ ხალხს ჩვენი ზოგიერთი უჯიშო მოქალაქის უმსგავსო საქციელისთვის“.

„ვფიქრობ, ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ უბრალოდ ქართული ენა არ არის მისთვის მშობლიური ენა. ეს ზოგადად ახასიათებს ხოლმე ადამიანებს, რომლებიც უცხო ენაზე საუბრობენ, იმ ენაში დამკვიდრებული ტერმინების სიმძაფრეში ვერ ერკვევიან ხოლმე. საკუთარი ქვეყნის მოქალაქეებს რომ ამ ტერმინოლოგიით მიმართავს, ესეც აჩვენებს, რომ ქართული ენა, მისთვის მშობლიური ენა არ იცის და არ იცის, სად რა ტერმინი და სიტყვა გამოიყენოს. სხვა მხრივ, ქართველი ხალხის მიმართ როგორია მისი დამოკიდებულება, ეს არაერთხელ ვნახეთ სხვადასხვა მომენტში და ესეც ამის დასტურია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები