შალვა პაპუაშვილი: კითხვას ვსვამ, ვისი დაფინანსებით მოგზაურობს ბალტიის ქვეყნებში სალომე ზურაბიშვილი, პასუხში დავინახავთ მტკიცებულებას, ვისი მარიონეტი არის ექსპრეზიდენტი ზურაბიშვილი
“მინდა, კითხვა დავსვა, ვისი დაფინანსებით მოგზაურობს ბალტიის ქვეყნებში ქალბატონი სალომე. ეს კითხვა უნდა დაისვას და გაეცეს პასუხი. ამ პასუხში დავინახავთ მტკიცებულებას, ვისი მარიონეტი არის ექსპრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი”, – ამის შესახებ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ბალტიის ქვეყნებს აქვს შიშები რუსეთთან დაკავშირებით.
“სამწუხაროდ, ნაცვლად იმისა, რომ ამ შიშებს თავად გაუმკლავდნენ, მით უმეტეს, ნატოს წევრი ქვეყნები არიან და არ ვიცი, რისი ეშინიათ, ნაცვლად იმისა, რომ ამ შიშების პირისპირ დადგნენ, ცდილობენ, სხვა ქვეყნების მეშვეობით, აიცილონ რაღაც რისკები. ამ შემთხვევაში, საქართველო, ამ სამი ქვეყნის მოქმედი ხელისუფლებისთვის არის მხოლოდ რუსეთის ინსტრუმენტი, რათა საქართველოს მეშვეობით მოხდეს რუსეთის ყურადღების გადატანა სხვა საკითხებზე. სამწუხაროა, რომ ასეთი დამოკიდებულება აქვთ ქართველი ხალხის მიმართ. ამ სამი ხელისუფლებისთვის ქართველი ხალხი არის მხოლოდ ინსტრუმენტი საკუთარი თავიდან რისკების აცილებისა. ასე რომ, ამის ნაწილია ის, რომ ექსტრემისტი პოლიტიკოსები არიან განსაკუთრებით ყურადღების ქვეშ ამ სამი ქვეყნიდან. ასევე იცით, რომ რადიკალური ენჯეობით რეგისტრირდებიან ერთ-ერთ ქვეყანაში. ეს არის ის, რასაც ვაკვირდებით. ეს სამი ქვეყანა არის პირდაპირი განმახორციელებელი იმ ზრახვებისა, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ არსებობს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.