საუდის არაბეთში რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციების შეხვედრა მიმდინარეობს
საუდის არაბეთის დედაქალაქ, ერ-რიადში რუსეთისა და აშშ-ის დელეგაციების მორიგი შეხვედრა დაიწყო,- ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
როგორც ცნობილია, მოლაპარაკებების მთავარი თემა უკრაინის კრიზისია.
საუდის არაბეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ჟურნალისტებს სასტუმროს ტერიტორიის დატოვება სთხოვეს.
მანამდე, აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა – სტივ უიტკოფმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებისგან დადებით შედეგებს მოელის.
„ვფიქრობ, რომ ორშაბათს საუდის არაბეთში რეალურ პროგრესს იხილავთ, განსაკუთრებით იმის გამო, რომ ეს გავლენას ახდენს შავ ზღვაზე ცეცხლის შეწყვეტაზე ორივე ქვეყანას შორის გემებზე”,- განაცხადა მან.
ცნობისთვის, ერ-რიადში გუშინ ამერიკული და უკრაინული დელეგაციების შეხვედრა გაიმართა. უკრაინული მხარის განცხადებით, მოლაპარაკებები წარმატებული იყო.