“ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ქართველ ხალხთან, უწყებებთან, სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან მუშაობას, როგორც ადგილობრივ საერთაშორისო პარტნიორებთან”, – ამის შესახებ ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ თბილისში თავისი ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბერსე ყველა დონორს მოუწოდებს, გააძლიერონ ამ საქმიანობაში მხარდაჭერა.
„ეს არის კონკრეტული სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის და ეს გეგმა არის მთავარი ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ჩვენ დავეხმაროთ საქართველოს თავისი ევროპული სულისკვეთების განხორციელებაში. ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ქართველ ხალხთან, უწყებებთან, სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან მუშაობას, როგორც საერთაშორისო ადგილობრივ პარტნიორებთან. მე მოვუწოდებ ყველა დონორს, რომ პირიქით, გააძლიერონ და არ შეამცირონ მხარდაჭერა ამ საქმიანობაში“, – აღნიშნა ბერსემ.