ვიქტორ ორბანი: დასავლურ სამყაროში ლიბერალების უკანასკნელი თავშესაფარი და ციტადელი ბრიუსელია – ეს მორდორის ტერიტორიაა
დასავლურ სამყაროში ლიბერალების უკანასკნელი თავშესაფარი და ციტადელი ბრიუსელია, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.
მისი თქმით, პატრიოტების ყველაზე დიდი გამარჯვება აქამდე დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება იყო.
როგორც უნგრეთის მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დასავლურ სამყაროში მიმდინარე შიდა ბრძოლაში ლიბერალები აგებენ, ხოლო პატრიოტები იმარჯვებენ.
„დასავლურ სამყაროში ლიბერალების უკანასკნელი თავშესაფარი და ციტადელი ბრიუსელია. ეს მორდორის ტერიტორიაა, ბნელმა მბრძანებელმა იქ დაიმკვიდრა თავი. იქ მხოლოდ ლიბერალები დარჩნენ“, – განაცხადა ორბანმა.
ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ ევროპაში სასწრაფოდ არ მოხდება ცვლილებები, ევროპა კიდევ უფრო ეკონომიკურად არარელევანტური გახდება.
„ამერიკელი „რესპუბლიკელების“ გამარჯვებით მიგრაციის, გენდერისა და ომის მომხრე პოლიტიკა მოკვდა. ახლა უფრო და უფრო მეტ ადამიანს სურს ცვლილებები. ჩვენ იმ მხარეს ვართ, სადაც პრეზიდენტი ტრამპია. ჩვენ ცვლილებების პატრიოტულ მხარეს ვართ, რომელიც მოდის დასავლურ სამყაროში“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
მანვე დასძინა, რომ ევროპა ქრისტიანული კულტურის ტერიტორიაა და ხალხი გრძელვადიან პერსპექტივაში ვერ მიიღებს არაბუნებრივ რაღაცებს.