რუსეთმა უკრაინას რაკეტებით შეუტია – არის მსხვერპლი
რუსულმა ძალებმა დილით უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, ქვეყანაში მასშტაბური საჰაერო განგაში გამოცხადდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რუსებმა, სავარაუდოდ, ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს. დედაქალაქ კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა.
აფეთქებები კიევის რამდენიმე უბანში მოხდა. რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, ცხრა კი დაშავდა. დამწვარია ხუთი ავტომობილი.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, დაბომბვის შედეგად გოლოსეევსკის რაიონში გათბობის მაგისტრალი დაზიანდა.