ევროსაბჭოს გენმდივანი: მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვისაც ამ კვირის განმავლობაში შევხვდი, მე მქონდა, გულწრფელი, ღია, კონსტრუქციული დისკუსიები 

“საქართველო სავსეა პოლიტიკური დაძაბულობით. მე აქ ვარ უპირველესად იმისთვის, რომ მხარდაჭერა გამოვუცხადო საქართველოს, ხალხს, ისინი სტაბილურ და დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრებას იმსახურებენ”,- ამის შესახებ ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან საქართველოში თავისი ვიზიტი მოკლედ მიმოიხილა.

„საქართველო არის ევროსაბჭოს ძალიან ძვირფასი წევრი უკვე 25 წლის განმავლობაში და რადგანაც, საბჭოს გენერალური მდივანი გახლავართ, მე არ ვარ აქ არჩევნების ლეგიტიმაციისთვის ჩამოსული, ეს სხვა ინსტიტუციების გასაკეთებელია. ის რაც ხდება საქართველოში, ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა იქნებოდა ჩემი, როგორც გენერალური მდივნისგან, რომ აქ არ ვიყო და ხალხის გვერდით არ დავდგე. ჩემი ვიზიტის მთავარი ამოცანა არის ის, რომ მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი მხოლოდ შეიძლება იყოს გადაჭრილი, თუ დავიცავთ დემოკრატიის ფუნდამენტურ პრინციპებს, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის.

„მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვისაც ამ კვირის განმავლობაში შევხვდი, მე მქონდა, გულწრფელი, ღია, კონსტრუქციული დისკუსიები – სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, სახალხო დამცველის აპარატთან, მთავრობასთან, ოპოზიციასთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ეს იყო ერთ-ერთი მთავარი პირობა, რომ შევხვედროდი ყველას. დიალოგი არის ქვაკუთხედი ნებისმიერი ფუნქციური დემოკრატიის“, – განაცხადა ალენ ბერსემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები