“ყველა ძალა როგორც უმრავლესობა, ისე ოპოზიცია ვალდებულია, რომ გახსნას დიალოგი და ჩაერთოს მასში, დაიცვას და პატივი სცეს დემოკრატიულ პრინციპებს. ევროპის საბჭო მზად ვართ, ხელი შევუწყოთ ასეთ დიალოგს”, – ამის შესახებ ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, დემოკრატია მუდმივი კონფრონტაციის პირობებში ვერ იარსებებს.
„პოლარიზაცია ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს საქართველოში. ყველა ძალა, როგორც უმრავლესობა, ისე ოპოზიცია ვალდებულია, რომ გახსნას დიალოგი და ჩაერთოს მასში, დაიცვას და პატივი სცეს დემოკრატიულ პრინციპებს. დემოკრატია ვერ იარსებებს ასეთი არასათანადო მოპყრობისა და მუდმივი კონფრონტაციის პირობებში. ევროპის საბჭო მზად ვართ, ხელი შევუწყოთ ასეთ დიალოგს. რა თქმა უნდა, რწმენისა და ნდობის გაღვივების მექანიზმებით შეგვიძლია ეს გავაკეთოთ, თუმცა ეს არის საქართველოს მოსახლეობის და აქ არსებული უწყებების ხელში, რომ სრული დემოკრატია ააღორძინოს და გააძლიეროს. ამაში უნდა ჩაერთოს ყველა უმცირესობა, სამოქალაქო საზოგადოება და ა.შ.“,- განაცხადა ბერსემ.