პენტაგონმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა სირიაში ჯარისკაცების რაოდენობა გაზარდა
შეერთებულმა შტატებმა სირიაში თავისი ჯარისკაცების რაოდენობა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ (ISIS) წინააღმდეგ საბრძოლველად ასადის დაცემამდე გააორმაგა,- ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა პეტ რაიდერმა განაცხადა.
რაიდერის თქმით, სირიაში ამერიკელი ჯარისკაცების რაოდენობა დაახლოებით 2 000-ია.
მან აღნიშნა, რომ დამატებითი ძალები სირიაში, სულ მცირე, რამდენიმე თვის განმავლობაში იმყოფებოდნენ და რომ მან მხოლოდ ახლახან შეიტყო ახალი რაოდენობის შესახებ. მისივე თქმით, ეს ზრდა ბაშარ ალ-ასადის გადაყენებასთან, ან ISIS-ის მიერ, ან მის წინააღმდეგ თავდასხმების ზრდასთან დაკავშირებული არ არის.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამხედრო ძალების რაოდენობის შემდგომი კორექტირება არ იგეგმება.
თუმცა, როგორც მედია წერს, მოვლენები შესაძლოა, შეიცვალოს, რადგან ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სირიაში ამერიკული ჯარების გაფართოებულ მონაწილეობას მხარს არ უჭერს.