პოლონეთის პრემიერმა პირობა დადო, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დასაჩქარებლად იმუშავებს
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა პირობა დადო, რომ იმუშავებს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დასაჩქარებლად.
„ძალიან ბევრი წელია, რაც უკრაინის ევროპულ გზას ვუჭერ მხარს, ამიტომ, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ სხვა სახელმწიფოების მთელი პროფესიონალიზმით, მონდომებითა და მხარდაჭერით, რადგან მე მუდმივად ვესაუბრები სხვა ქვეყნების ლიდერებს, ჩვენ ვიმუშავებთ ამის მისაღწევად. პროცესი უფრო რეალისტური და დაჩქარებული იქნება“, – განაცხადა ტუსკმა ლვოვში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ.
მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ უკრაინაში ეუთოს სპეციალური წარმომადგენლის, პეტრ მარეშის სიტყვებზე კომენტირებისას, რომ ის მოამზადებს კიევს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისთვის, თქვა, რომ „ეუთოს კვაზი წარმომადგენელი“ დაინტერესებულია არა ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს შორის ურთიერთობების ჰარმონიზებით, არამედ ევროპულ სივრცეში განხეთქილების გაღრმავებით.