დავით მათიკაშვილი: მიუხედავად იმისა, რომ 16 დეკემბერს გამართულ ევროსაბჭოს სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას აქვს შედეგობრივი თვალსაზრისით სიმბოლური ხასიათი, ის მაინც აუცილებლად უნდა შეფასდეს, როგორც ანტიქართული გადაწყვეტილება
“ქართული ოცნების” წევრი დავით მათიკაშვილი დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების აუცილებლობაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეთანხმებას გამოეხმაურა.
”მიუხედავად იმისა, რომ 16 დეკემბერს გამართულ ევროსაბჭოს სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას აქვს შედეგობრივი თვალსაზრისით სიმბოლური ხასიათი, ის მაინც აუცილებლად უნდა შეფასდეს, როგორც ანტიქართული გადაწყვეტილება. მეტსაც გეტყვით – ეს არის ანტიევროპული გადაწყვეტილება.
მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული ერთი მარტივი მიზეზის გამო – ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის ავტორიტეტი და ავტორიტეტის გაფრთხილება საქართველოში, თუმცა უსამართლო გადაწყვეტილებები ქვეყნის მიმართ აზიანებს ამ ავტორიტეტს.
როდესაც ჩვენ გვესმის გადაწყვეტილებები, რაც თავისთავად, პირველ რიგში, აზიანებს ევროკავშირის ავტორიტეტს, გვიჩნდება შემდგომ უკვე უფრო მეტი, ასე ვთქვათ, პასუხისმგებლობა, რომ ისევ ჩვენ ვიფიქროთ იმ ავტორიტეტზე, რაზედაც პირველ რიგში, თვითონ ევროპული მხარეა ვალდებული იფიქროს. როდესაც ჩვენ ანტიქართულ გადაწყვეტილებას ვაწყდებით და ეს ყველაფერი თან არის ტყუილით, არასწორი ნარატივით, ფაქტების არასწორი ინტერპრეტირებით – ყველაფერ ამით შემდგარი, რასაც საზოგადოება აკვირდება, ბუნებრივად ჩნდება იმის შესაძლებლობა, რომ ეს ავტორიტეტი კიდევ უფრო მეტად დაზიანდეს, რაც არის ძალიან კონტპროდუქტიული იმ მიზნებისთვის, ცხადია, რაც ჩვენს ქვეყანას გააჩნია – ეს არის ჩვენი ევროინტეგრაცია“, – განაცხადა მათიკაშვილმა “იმედის” ეთერში საუბრისას.