რადოსლავ სიკორსკი: აშშ-მა ევროპასთან ერთად მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა რუსეთს უნდა აიძულოს და არა უკრაინას
შეერთებულმა შტატებმა ევროპასთან ერთად მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა რუსეთს უნდა აიძულოს და არა უკრაინას, რომელიც აგრესიის მსხვერპლია,- აღნიშნულის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი რადოსლავ სიკორსკი აცხადებს.
სიკორსკის თქმით, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის ხელისუფლებაში მოსვლის ფონზე ევროპას კიდევ მეტი მობილიზება სჭირდება.
„სამუშაოს განაწილება ისე უნდა მოხდეს, რომ შეერთებული შტატებიც და ევროკავშირიც დაეხმარონ უკრაინას, მიაღწიოს უკეთეს პოზიციას პოტენციური მომავალი მოლაპარაკებებისთვის, რომელშიც აგრესორი უნდა წაახალისონ, აიძულონ და არა – მსხვერპლი“, – დასძინა მან.