გაერთიანებული საექსპედიციო ძალები 2025 წელს უკრაინას 12 მილიარდი ევროს სამხედრო დახმარებას გაუწევენ

გაერთიანებული საექსპედიციო ძალების (JEF) წევრებმა ტალინში გამართულ სამიტზე განაცხადეს, რომ უკრაინისთვის მათი ერთობლივი სამხედრო დახმარების ოდენობა 2025 წელს 12 მილიარდ ევროს გადააჭარბებს.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია JEF-ის ლიდერები ერთობლივ განცხადებაში.

„2025 წლისთვის უკრაინისადმი ჩვენი ერთობლივი სამხედრო დახმარება 12 მილიარდ ევროზე მეტი იქნება. მოვუწოდებთ სხვა მოკავშირეებს და პარტნიორებს, გააგრძელონ ან გაზარდონ სამხედრო მხარდაჭერა უკრაინის მიმართ მანამ, სანამ უკრაინა არ გაიმარჯვებს. პირობას ვდებთ, რომ გავაფართოებთ წვრთნებს და შევთავაზებთ უკრაინას აღჭურვილობას, რათა უფრო მეტად დავუჭიროთ მხარი მის ძალისხმევას დამატებითი ძალების მობილიზებაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

სამიტის მონაწილეებმა ასევე მოუწოდეს ყველა მესამე ქვეყანას, მათ შორის ჩრდილოეთ კორეას, ბელარუსს, ირანსა და ჩინეთს, რომლებიც პირდაპირი თუ ირიბი გზებით ხელს უწყობენ რუსეთის აგრესიას, შეწყვიტონ მისი მხარდაჭერა, რომელსაც მოსკოვი ომის და უკრაინელი ხალხის ტანჯვის გასაგრძელებლად იყენებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები