კოტე ჟღენტი: ამჟამინდელი ადმინისტრაცია ცდილობს რაც შეიძლება მეტი პრობლემა დაუტოვოს ტრამპის ადმინისტრაციას საქართველოსთან ურთიერთობის საკითხში
“ამჟამინდელი ადმინისტრაცია ცდილობს რაც შეიძლება მეტი პრობლემა დაუტოვოს ტრამპის ადმინისტრაციას პირველ რიგში უკრაინის და მათ შორის საქართველოსთან ურთიერთობის საკითხში”, – ამის შესახებ დიპლომატმა, კოტე ჟღენტმა “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
ის იმედოვნებს, რომ 20 იანვრის შემდეგ, როდესაც ტრამპის ინაუგურაცია შედგება სიტუაცია შეიცვლება.
„ყველამ ვიცით, რომ ის ახლა დემოკრატი პრეზიდენტის ადმინისტრაციაა და ახლა მოდიან რესპუბლიკელები, რომელთა მიდგომები ძალიან ბევრ საკითხში ერთმანეთისგან განსხვავდება, ზოგ საკითხებში საკმაოდ მკვეთრადაც. მე იმედი მაქვს, რომ 20 იანვრის შემდეგ, როდესაც ტრამპის ინაუგურაცია შედგება სიტუაცია შეიცვლება. ძირითადად ისეთ წინააღმდეგობას, რომლის დაძლევაც შეუძლებელია ამერიკისა და საქართველოს ურთიერთობებში, მე ასეთ წინააღმდეგობას ვერ ვხედავ“, – აღნიშნა ჟღენტმა.