„სხვისი შვილები“ – როტერდამის კინოფესტივალზე ქართული კინოკლასიკის აღდგენილი ვერსიის მსოფლიო პრემიერა გაიმართება
წელს, ვენეციის კინოფესტივალზე, საქართველოს ეროვნულ კინოცენტრსა და როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალს შორის გამართული მოლაპარაკებების შედეგად, როტერდამის რიგით 54-ე კინოფესტივალზე, თენგიზ აბულაძის კინოკლასიკის – „სხვისი შვილების“ – აღდგენილი ვერსიის მსოფლიო პრემიერა გაიმართება.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, კინოფესტივალი 2025 წლის 30 იანვრიდან 9 თებერვლის ჩათვლით ჩატარდება. ქართულ კინოშედევრს ფესტივალის ერთ-ერთი სექციის – Cinema Regained-ის ფარგლებში უჩვენებენ.
ფილმის რესტავრირებული ვერსია 2023 წელს საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით შეიქმნა.
იხ. პროგრამის ბმული: https://shorturl.at/qTz3T