ერმაკი: სამშვიდობო მოლაპარაკებები მაშინ დაიწყება, როცა რუსეთს ომის საწარმოებლად რესურსი აღარ ექნება
გრძელვადიანი მშვიდობისთვის მოლაპარაკებები მხოლოდ მაშინ დაიწყება, როცა რუსეთს ომის გასაგრძელებლად რესურსი აღარ ექნება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა, ანდრეი ერმაკმა განაცხადა.
„მუდმივი მშვიდობისთვის მოლაპარაკებები მხოლოდ მაშინ დაიწყება, როცა მტერს ომის გასაგრძელებლად რესურსი არ ექნება“, – თქვა ერმაკმა.
ამასთან, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მშვიდობის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ძალით და დასძინა, რომ პრეზიდენტ ზელენსკის გამარჯვების გეგმა უკრაინის გასაძლიერებლად არის შექმნილი.
„ეს სტრატეგიული დოკუმენტი მიმართულია საერთაშორისო პარტნიორებისთვის. იგი ასახავს უკრაინის პოზიციას და წარმოადგენს ომის დამთავრებისა და სამართლიანი მშვიდობის მიღწევის რეალურ მექანიზმებს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა.