სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: საქართველოს პატივისცემით უნდა მოვექცეთ

საქართველოს პატივისცემით უნდა მოვექცეთ, – ამის შესახებ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იურაი ბლანარმა განაცხადა.

„მე შევხვდი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს ეუთოს მინისტერიალზე მალტაზე. მან მომაწოდა ინფორმაცია, რომ საქართველოს სურს ევროპულ გზაზე წინსვლა. ჩვენ ვართ წინააღმდეგი სანქციების დაწესების, მაგალითად პოლიციის მაღალჩინოსნებისთვის, რადგან ვფიქრობთ, რომ ასეთი სწრაფი გადაწყვეტილებები პროცესს არ დაეხმარება. საქართველოს პატივისცემით უნდა მოვექცეთ და დავტოვოთ დერეფნები გახსნილი კომუნიკაციისთვის“, – აღნიშნა სლოვაკეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

შეგახსენებთ, რომ უნგრეთმა და სლოვაკეთმა საქართველოს ოფიციალური პირებისთვის ევროკავშირის სანქციების დაწესების წინადადებას ვეტო დაადეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები