თამარ ჩიბურდანიძე: მჯერა, რომ ქართველი ხალხი მიხეილ ყაველაშვილს, როგორც ქვეყნის პრეზიდენტს შეიყვარებს, განსაკუთრებულად კი ახალგაზრდები
„მიხეილ ყაველაშვილმა, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აუცილებელია ეროვნულ პოლიტიკაში გადადგას ქმედითი ნაბიჯები და მოიპოვოს ქართველი ხალხის ნდობა,” – განაცხადა მედიასთან საუბრისას პარტია „ხალხის ძალის” წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ.
მისივე თქმით, მიხეილ ყაველაშვილი ძალიან მალე შეძლებს პრეზიდენტის ინსტიტუტის გაშავებული და ნეგატიური სახელის რეაბილიტაციას.
„მიხეილ ყაველაშვილმა, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აუცილებელია ეროვნულ პოლიტიკაში გადადგას ქმედითი ნაბიჯები და მოიპოვოს ქართველი ხალხის ნდობა. სამწუხაროა, რომ გიორგი მარგველაშვილმა და სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ინსტიტუტს ხალხში ნდობა დაუკარგეს. სიტყვა პრეზიდენტიც კი ხალხში დიდ ნეგატივს იწვევს.
მიხეილ ყაველაშვილი იმდენად წრფელი და მართალი ადამიანია, რომ ის მალე შეძლებს პრეზიდენტის ინსტიტუტის გაშავებული და ნეგატიური სახელის რეაბილიტაციას. ის თავისი ქმედებებით ხალხის გულამდე მიიტანს გრძნობას, რომ მართლაც ხალხის პრეზიდენტია და დაიცავს ქვეყნის ინტერესებს. ამის შემდეგ კი, რა თქმა უნდა, საერთაშორისო პოლიტიკაში ღირსეულად დაამკვიდრებს ჩვენი ქვეყნის სახელს და გამოასწორებს იმ განადგურებულ იმიჯს, რაც შეძლეს და ჩვენმა ყოფილმა პრეზიდენტებმა მიაყენეს საქართველოს საერთაშორისო დონეზე.
მჯერა, რომ ქართველი ხალხი მიხეილ ყაველაშვილს, როგორც ქვეყნის პრეზიდენტს შეიყვარებს, განსაკუთრებულად კი ახალგაზრდები. ის განსაკუთრებულად იქნება ახალგაზრდების პრეზიდენტი,” – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.