ლევან ნიკოლეიშვილი: ჯეფრი საქსის განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოში ხელისუფლების შეცვლა აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციის გეგმებში შედიოდა, ერთი მხრივ, გაკვირვებას არ იწვევს
“კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის ჯეფრი საქსის განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოში ხელისუფლების შეცვლა აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციის გეგმებში შედიოდა ერთი მხრივ გაკვირვებას არ იწვევს. არანაკლებ საგულისხმოა სამხრეთ კავკასიაში ცხელი წერტილის გაჩენის მცდელობა”, – ამის შესახებ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, “თუ გადავხედავთ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და ევროკავშირის მხრიდან ზეწოლის ფაქტებს და აქაური უსამშობლოების აქტივობებს, ასეთი სცენარის შესახებ ეჭვი აღარავის არ ეპარება”.
„კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორის ჯეფრი საქსის განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოში ხელისუფლების შეცვლა აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციის გეგმებში შედიოდა ერთი მხრივ გაკვირვებას არ იწვევს. არანაკლებ საგულისხმოა სამხრეთ კავკასიაში ცხელი წერტილის გაჩენის მცდელობა. თუ გადავხედავთ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და ევროკავშირის მხრიდან ზეწოლის ფაქტებს და აქაური უსამშობლოების აქტივობებს ასეთი სცენარის შესახებ ეჭვი აღარავის არ ეპარება. რჩება მხოლოდ რამდენიმე კითხვა, ვის წისქვილზე დაასხამდა ეს ყოველივე წყალს, აშშ-ის თუ რუსეთის და რატომ უნდა განწირულიყო ამის გამო საქართველო, როგორც სახელმწიფო და მისი ხალხი. საბედნიეროდ ხელისუფლების გონივრულმა ნაბიჯებმა ამ დიდ საფრთხეს აგვაცილა, თუმცა რადიკალურ ოპოზიციას მაინც ბოლომდე სურს რეზიდენტის როლის თამაში, რაშიც მათ აქციაზე მისული მომიტინგეებიც ძალაუნებურად ეხმარებიან. სულ მცირე დრო რჩება მათ საბოლოო კრახამდე, ოღონდ სიფხიზლისა და სიფრთხილის ოდნავი მოდუნება უკვე წამითაც არ შეიძლება“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.