ზაალ ანჯაფარიძე: ის ბიზნესები, რომლებმაც სახელდახელო მიმართვას მოაწერეს ხელი, რა სტატუსით არიან ამის შემდეგ? – მათი მოთხოვნები ერთი ერთში იმეორებს რადიკალების მოთხოვნებს
„ის ბიზნესები, რამდენიც არიან და ვინც არიან, რომლებმაც სახელდახელო მიმართვას მოაწერეს ხელი (მალე გაირკვევა ვინ იდგა ამის უკან) რა სტატუსით არიან ამის შემდეგ?”, – ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
“ჩვეულებრივი ბიზნესის? არა, პოლიტიკური მხარის? კი რადგანაც მათი მოთხოვნები ერთი ერთში იმეორებს რადიკალური ოპოზიციის მოთხოვნებს.
მე კიდევ ერთ სტატუსს დავუმატებდი მათ – რადიკალური ოპოზიციის სიტუაციური მოკავშირე.
მეორე კითხვა, რომელიც ბუნებრივად ჩნდება: რას აპირებენ ეს ბიზნესები? გულუბრყვილობა იქნება ვიფიქროთ, რომ მათ მხოლოდ ხელმოწერების დაფიქსირებას აკმარებენ და მეტს არ მოითხოვენ მათგან. რა იქნება ეს მეტი? თავიანთ სფეროებში პატარ-პატარა საბოტაჟის აქტები, თან ისე რომ თავი არ დაიზარალონ“, – წერს ზაალ ანჯაფარიძე.
ცნობისთვის, არსებული ინფორმაციით, 570-ს გადასცდა ბიზნესების განცხადების ხელმომწერთა რაოდენობა. განცხადებაში ბიზნესები ვითარების დეესკალაციისთვის ახალი არჩევნების ჩატარებასა და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.