გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მას აქციაზე თავს დაესხნენ

„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, მას აქციაზე თავს დაესხნენ.

მისივე თქმით, ის თავს კარგად გრძნობს და მცირედი დაზიანება აქვს.

„კარგად ვარ. ვსაუბრობდი უბრალოდ და თავს დამესხა კონკრეტული პიროვნება, არსებობს ვიდეოკადრები, დააფიქსირა ხალხმა, ვინ არის სახეზე ეს ადამიანი. ყელში მირტყამდა ამას, ყველაფერი კარგად არის, ბრძოლას ვაგრძელებთ. კობახიძეს და ივანიშვილს ვეუბნები, რომ ამ ყველა „ტიტუშკას“ ბოლოს თქვენ წინააღმდეგ ექნება ჩვენება მიცემული ამ დანაშაულისთვის, რომელსაც თქვენ ჩადიხართ. უცებ მოვარდა ვიღაც და წამებში მოხდა ეს ყველაფერი, შემდეგ მომეხმარნენ და გაიქცა ეს ადამიანი. მას, ფაქტობრივად, ყელში უნდოდა დარტყმა“, – აღნიშნა ვაშაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები