მარინ ლე პენი აცხადებს, რომ მაკრონის გადადგომის შემთხვევაში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება

პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი, მარინ ლე პენი აცხადებს, რომ ემანუელ მაკრონის გადადგომის შემთხვევაში, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ემზადება. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს.

ულტრამემარჯვენე ლიდერის თქმით, ის ემზადება ამ ჰიპოთეზისთვის „ემანუელ მაკრონის სისუსტის გათვალისწინებით, იმ რამდენიმე ინსტიტუციური ბერკეტის გათვალისწინებით, რაც მას დარჩა“.

„მისი მდგომარეობა ძალიან მყიფეა. მას პრობლემები შეიძლება შეექმნას საკუთარი ბლოკიდან, რომელიც შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს პრემიერ-მინისტრს. არსებობს უამრავი მიზეზი, რამაც შეიძლება უბიძგოს ემანუელ მაკრონს თავისი საპრეზიდენტო მანდატის დასრულებისკენ“, – განაცხადა მარინ ლე პენმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები