თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – “ჩვენ არ დავუშვებთ, რომ სირია ტერორიზმის კერა გახდეს”

სირია ტერორიზმის კერა არ იქნება,- ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა განაცხადა.

მისი თქმით, თურქეთი ყოველთვის იდგა სირიელი ხალხის გვერდით.

„სირიელი ხალხი და სირია 8 დეკემბრიდან ახალ ეპოქაში შევიდა. ჩვენი სახელმწიფო 13 წელია, რაც სირიის კრიზისს პირველივე დღიდან ადევნებს თვალს. სირია არ არის მხოლოდ თურქეთის მეზობელი, ის სხვა ქვეყნების მეზობელია და ასევე, იქცა რეგიონად, სადაც გლობალური და რეგიონული ჰეგემონები ეძებენ სარგებელს, ამყარებენ წესრიგს და თამაშობენ თამაშებს”,- აღნიშნა ფიდანმა.

მისივე თქმით, იმ გარემოში, სადაც საერთაშორისო საზოგადოებამ სირიელი ხალხი ბედთან მარტო დატოვა, თურქეთი მარტო აგრძელებდა მათ გვერდში დგომას.

“ჩვენ საფუძვლიანად ვაფასებთ სირიაში განვითარებულ მოვლენებს და მათ შესაძლო შედეგებს ჩვენი ქვეყნისთვის. მეორე მხრივ, ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ არ დავუშვებთ სირია გახდეს ტერორიზმის კერა“, – აცხადებს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები