“ყველას აყენებენ შეურაცხყოფას, იქნებიან ეს ქართული სპორტის თუ ხელოვნების წარმომადგენლები; ჩემი დიდი პატივისცემა ამ ქართველებს, ამ ღირსეულ ხალხს” – გენო პეტრიაშვილი

„მიზანმიმართულად ახდენენ ამ ძვირფასი ქართველის შეურაცხყოფას. საერთოდ, ტენდენციაა, ამ ადამიანების ხელწერაა, არც ვიცი, მათ ადამიანები თუ უნდა ვუწოდო”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გენო პეტრიაშვილი აცხადებს, რითაც ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას მისამართით არსებულ კრიტიკას ეხმაურება.

“მათთვის არ არსებობს არანაირი წმინდა, ქართული. ყველას აყენებენ შეურაცხყოფას, იქნებიან ეს ქართული სპორტის თუ ხელოვნების წარმომადგენლები, ღირსეული ადამიანები. მინდა, ამ ძვირფას ადამიანებს მივმართო, არ მიაქციონ მათ ყურადღება. ჩემი დიდი პატივისცემა ამ ქართველებს, ამ ღირსეულ ხალხს და მინდა, ხვიჩას მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო“, – განაცხადა პეტრიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები