კაია კალასი – რუსეთმა ისწავლა, თუ როგორ მოახდინოს გავლენა არჩევნებზე
რუსეთმა ისწავლა, თუ როგორ მოახდინოს გავლენა არჩევნებზე, ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.
„მე ვხედავ მაგალითებს რუმინეთიდან, ისევე როგორც სხვა ქვეყნებიდან, რომ რუსებმა ნამდვილად გატეხეს კოდი, თუ როგორ მოახდინონ გავლენა არჩევნებზე“, – განაცხადა კაია კალასმა.
მისივე თქმით, არჩევნების სამართლიანობის შეფასების დღევანდელი მეთოდები მოძველებულია.
„ვფიქრობ, ამას სერიოზულად უნდა მივუდგეთ. დემოკრატია ნდობაზეა დაფუძნებული და თუკი არჩევნებს ვეღარ ენდობი, როგორ შეიძლება შედეგებს ენდო“, – აღნიშნა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.