“ჰუსიტებმა” არაბეთის ზღვაში და ადენის ყურეში ამერიკულ სამხედრო გემზე თავდასხმა განახორციელეს

იემენელი შიიტი „ჰუსიტები“ არაბეთის ზღვაში და ადენის ყურეში ამერიკულ სამხედრო გემზე თავდასხმის შესახებ იუწყებიან.

„ჰუსიტების“ სამხედრო სპიკერის, იაჰია სარეას განცხადებით, თავდასხმების დროს მათ გამოიყენეს 16 ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტა, ასევე უპილოტო აპარატები.

„ჰუსიტები“ აცხადებენ, რომ ვიდრე ღაზაში აგრესია არ დასრულდება და ბლოკადა არ მოიხსნება, თავდასხმებს არ შეწყვეტენ.

თავდასხმის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობაც ავრცელებს, რომლის თანახმად, აშშ-ის სახმედრო-საზღვაო ძალების ორმა სამხედრო ხომალდმა „ჰუსიტების“ მიერ ნასროლი რაკეტები და უპილოტო აპარატები ჩამოაგდო. განცხადების თანახმად, „ჰუსიტების“ მიერ ნასროლ რაკეტებს ზარალი არ გამოუწვევია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები