გია აბაშიძე: ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა ხაზს უსვამს მათ უნიკალურ მეგობრობას, რაც აშშ-ის მხრიდან არ გვქონია, $6 მილიარდის დაყვედრება და არაფრის შეჩერება უნამუსობაა
“ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა ხაზს უსვამს მათ უნიკალურ მეგობრობას, რაც აშშ-ის მხრიდან არ გვქონია, $6 მილიარდის დაყვედრება და არაფრის შეჩერება უნამუსობაა!’’ – წერს ანალიტიკოსი, გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
ანალიტიკოსის თქმით, სტრატეგიული პარტნიორობა ვერ იქნება საქართველოსთან, როცა მუდმივად აქეზებენ რადიკალებს.
მისივე თქმით, სტრატეგიული პარტნიორობის მაგალითი არის ჩინეთი, რომელიც არ ერევა საქართველოს შიდა საქმეებში და ხელშეკრულების ხელმოწერიდან მალე მოგვიხსნა სავიზო შეზღუდვები და გახსნა პირდაპირი ავიამიმოსვლა.
„ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა ხაზს უსვამს მათ უნიკალურ მეგობრობას, რაც აშშ-ს მხრიდან არ გვქონია, $6 მილიარდის დაყვედრება და არაფრის შეჩერება უნამუსობაა!
სტრატეგიული პარტნიორობა ვერ იქნება საქართველოსთან, როცა მუდმივად აქეზებენ რადიკალებს, ხოლო კოლექტიური „ნაცების” ვასალობა სახეზეა.
არაფერი ედგა წინ თუნდაც პირდაპირი ავიარეისების დანიშვნას, აღარ ვაქცენტირებ არც სავიზო რეჟიმის შემსუბუქებაზე ანდა თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმებაზე. აშშ-ს ვერაფრით წალეკავდა ჩვენი პროდუქცია ისე, როგორც ეს
მილიონობით უკანონო მიგრანტმა გადათელა ბოლო წლებში და რის გამოც ამერიკელებმა ხმა მისცეს პატრიოტ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს.
სტრატეგიული პარტნიორობის მაგალითი არის ჩინეთი, რომელიც არ ერევა საქართველოს შიდა საქმეებში და ხელშეკრულების ხელმოწერიდან მალე მოგვიხსნა სავიზო შეზღუდვები და გახსნა პირდაპირი ავიამიმოსვლა“ – წერს გია აბაშიძე.