გვინეაში, საფეხბურთო მატჩზე შეტაკებას 56 ადამიანი ემსხვერპლა

გვინეაში, საფეხბურთო მატჩზე შეტაკებების დროს, სულ მცირე, 56 ადამიანი დაიღუპა.

როგორც უცხოური მედია წერს, დაპირისპირება ტურნირის ფინალში მსაჯის საკამათო გადაწყვეტილებამ გამოიწვია, რომელიც გვინეის სამხედრო ლიდერის, მამადი დუმბუიას პატივსაცემად იყო გამართული.

მსაჯის გადაწყვეტილების შემდეგ, ერთ-ერთი გუნდის მხარდამჭერებმა მოედნის მიმართულებით ქვების სროლა დაიწყეს, რის გამოც პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ოფიციალური პირების თქმით, სტადიონზე მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები