თსუ-ის პირველი კორპუსის ეზოში პროფესორები და სტუდენტები შეიკრიბებიან და მსვლელობით პარლამენტისკენ გაემართებიან
დღეს, 18:30 საათიდან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების შეკრება დაიწყება.
შემდგომ, 19:00 საათზე ისინი მსვლელობით გაემართებიან პარლამენტისკენ.
ქვეყნის მასშტაბით, სტუდენტები და მოსწავლეები აუდიტორიებსა და საკლასო ოთახებს ტოვებენ, ისინი საპროტესტო აქციებს უერთდებიან.