პარლამენტის შენობასთან ტერიტორიის დასასუფთავებლად მერიის თანამშრომლები ამ დრომდე მუშაობენ
პარლამენტის შენობასთან მერიის დასუფთავების სამსახურის წარმომადგენლები ამ დრომდე მუშაობენ.
გუშინდელი აქციის შემდგომ, რა დროსაც დემონსტრანტების მიერ პიროტექნიკა გამოიყენებოდა, ჩამსხვრეულია მინები, დაზიანებულია ფასადი, სამუშაო ოთახები და დერეფნები.
ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.