ზელენსკის განცხადებით, უკრაინას ოკუპირებული ტერიტორიების დასაბრუნებლად საკმარისი ძალა არ შესწევს
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, პარტნიორების მხრიდან მისი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერა არასაკმარისია და ნატოს მოუწოდა, რაც შეიძლება მალე მიიწვიოს კიევი ტრანსატლანტიკურ სამხედრო ალიანსში გაწევრიანების მოლაპარაკებებზე.
უკრაინული მედიის ცნობით, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ძნელია ძალით დაიბრუნონ რუსეთის მიერ ოკუპირებული ქვეყნის ზოგიერთი ნაწილი, მათ შორის ყირიმი, რომლის ანექსიაც რუსეთმა 2014 წელს განახორციელა.
„ჩვენს არმიას არ აქვს საკმარისი ძალა ამის გასაკეთებლად. ჩვენ უნდა გამოვნახოთ დიპლომატიური გადაწყვეტის გზა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ამასთან, მისი თქმით, ასეთი ნაბიჯები შეიძლება განიხილებოდეს მხოლოდ მაშინ, როდესაც უკრაინა დარწმუნებული იქნება, რომ საკმარისად ძლიერია და რუსეთი მის წინააღმდეგ ახალ აგრესიას ვეღარ განახორციელებს.