“საქართველო მყარად რჩება მსოფლიო მედიის ერთ-ერთ მთავარ თემად; ასევე იყო “ვარდების რევოლუციის” დროსაც” – მიხეილ სააკაშვილი

“მიუხედავად მთელს მსოფლიოში სხვადასხვა რეგიონისა და სენსაციური ამბების დუღილისა, საქართველო მყარად რჩება მსოფლიო მედიის ერთ-ერთ მთავარ თემად. ასევე იყო “ვარდების რევოლუციის” დროსაც”, – ამის შესახებ საქართველოს მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ეს გაბედული ახალგაზრდების და ყველა ასაკის ადამიანის თავდადების პირდაპირი შედეგია.

“ვამაყობ ჩვენი ხალხით! დიდება საქართველოს!”, – წერს სააკაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები