ჯო ბაიდენმა საკუთარი შვილი შეიწყალა
ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საკუთარი შვილი, ჰანტერ ბაიდენი შეიწყალა.
ჰანტერ ბაიდენს, იარაღის უკანონო შეძენა-ფლობასთან ერთად, ცხრა საგადასახადო სამართალდარღვევა ედებოდა ბრალად.
როგორც ბაიდენი განმარტავს, შეწყალების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რადგან მისი შვილი “შერჩევით და უსამართლოდ იდევნებოდა”.
ბაიდენს არაერთხელ ჰქონდა განცხადებული, რომ ჰანტერ ბაიდენს არ შეიწყალებდა.