ანგელა მერკელი: რუსეთმა ომი არ უნდა მოიგოს

რუსეთმა არ უნდა მოიგოს ომი რომელსაც უკრაინის ტერიტორიაზე აწარმოებს. ამის შესახებ გერმანიის ყოფილმა ფედერალურმა კანცლერმა ანგელა მერკელმა ZDF არხზე თოქ-შოუ მაჯბრიტ ილნერის ეთერში განაცხადა.

“რუსეთმა არ უნდა მოიგოს ეს ომი. ეს არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა, რომელიც პუტინმა ჩაიდინა უკრაინასთან დაკავშირებით”, – განაცხადა მერკელმა.

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ანგელა მერკელმა თქვა, რომ აღფრთოვანებულია უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის გამბედაობით, მაგრამ კატეგორიულად არ ეთანხმება მის მოსაზრებას, რომ უკრაინის ნატოში შესვლის დაბლოკვამ გამოიწვია ომი უკრაინაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები