აფრიკაში ასობით სპილო მოწამლული წყლის გამო დაიღუპა
აფრიკაში დაბინძურებული წყლის გამო შესაძლოა 350-ზე მეტი სპილო დაიღუპა. ამის შესახებ Guardian ლონდონის კინგს კოლეჯის გეოგრაფიის კურსდამთავრებულ სტუდენტზე, მკვლევარ დევიდ ლომეოზე დაყრდნობით წერს.
მან აღნიშნა, რომ კონტინენტზე 350-ზე მეტი სპილო დაიღუპა ტოქსიკური წყლის გამო, რაც ამ ცხოველების ყველაზე დიდი დასაბუთებული სიკვდილია.
„ყველა ასაკის სპილოები წრიულად მოძრაობდნენ სანამ დაეცემოდნენ და დაიღუპებოდნენ. ცხოველების გვამები პირველად აღმოაჩინეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ბოტსვანაში 2020 წლის მაისსა და ივნისში. სპილოების მსგავსი სიკვდილი გრძელდება დღემდე”, – იტყობინება გაზეთი.
ლომეო ვარაუდობს, რომ სპილოები დაიღუპნენ, რადგან ისინი სვამდნენ წყალს, რომელიც შეიცავდა ლურჯ-მწვანე წყალმცენარეების ან ციანობაქტერიების ტოქსიკურ ყვავილებს.
„სპილოები, როგორც წესი, 100 კმ-ზე ცოტა მეტს გადიოდნენ ადგილიდან სადაც წყალს სვამდნენ და იღუპებოდნენ დალევიდან 88 საათში. სულ გამოკვლეული იქნა 3000 წყლის რეზერვუარი. იქ, სადაც გაზრდილი ციანობაქტერიული აყვავება დაფიქსირდა, ცხოველთა გვამების მაღალი კონცენტრაციაც იყო“, – აცხადებს ლომეო.