კიმ ჩენ ინმა აშშ უკრაინის ომში პირდაპირ ჩარევაში დაადანაშაულა
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრთან ანდრეი ბელუსოვთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური შორი მოქმედების რაკეტების გამოყენების ნებართვით, შეერთებული შტატები ჩაერია უკრაინის ომში. ამის შესახებ Reuters იტყობინება.
„აშშ-მ და დასავლეთმა აიძულეს კიევის ხელისუფლება თავდასხმა მოეხდინათ რუსეთის ტერიტორიაზე საკუთარი შორი მოქმედების იარაღით, ამიტომ რუსეთის ფედერაციამ უნდა მიიღოს ზომები, რათა აიძულოს მტრის ძალები გადაიხადონ ამის ფასი“, – განაცხადა კიმ ჩენ ინმა.
მან ასევე დაამატა, რომ რუსეთის თავდასხმა რეალურად არის თავდაცვა იმპერიალისტებიგან.
„ჩრდილოეთ კორეის მთავრობა, არმია და ხალხი ყოველთვის მხარს დაუჭერს რუსეთის ფედერაციის პოლიტიკას, დაიცვას მისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა იმპერიალისტების ჰეგემონიისკენ გადადგმული ნაბიჯებისგან“, – განაცხადა კიმ ჩენ ინმა.