ავთანდილ პოპიაშვილის პერსონალური გამოფენა გაიხსნება
5 დეკემბერს, 19:00 საათზე, ფოლკლორის ცენტრის გალერეა ავთანდილ პოპიაშვილის გამოფენას უმასპინძლებს.
„გამორჩეული ქართველი ფერმწერი 1944 წლის 10 მარტს დედოფლისწყაროში დაიბადა. მისი ნამუშევრები დაცულია მუზეუმებში და აღნიშნულია ჯილდოებით არაერთ ფესტივალსა და ბიენალეზე.
ხელოვანი 70-იანელების გამორჩეულ მხატვართა პლეადას მიეკუთვნება, რომლებმაც ქართულ მხატვრობაში შემოიტანეს ექსპრესიონიზმი და მოახდინეს დიდი გავლენა თაობათა შემოქმედებით აზროვნებაზე.
ავთანდილ პოპიაშვილი მოღვაწეობდა იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელსა და აკადემიაში.
აღზარდა არაერთი გამორჩეული შემოქმედი.
მხატვარი 2012 წლის 15 აპრილს გარდაიცვალა და დაგვიტოვა ფასდაუდებელი მემკვიდრეობა“, – აღნიშნულია ფოლკლორის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.