ილონ მასკი ევროკომისიას აკრიტიკებს და არადემოკრატიულს უწოდებს
“იქსის“ მფლობელი ილონ მასკი ევროკომისიას აკრიტიკებს და არადემოკრატიულს უწოდებს,- ინფორმაციას “პოლიტიკო“ ავრცელებს.
ილონ მასკმა ევროკომისიის ახალი შემადგენლობის დამტკიცება გააკრიტიკა, რომელიც 27 ნოემბერს შედგა. ეს გახდა მისი მორიგი საჯარო კრიტიკული განცხადება ევროკავშირის ინსტიტუტებისა და პოლიტიკოსების მიმართ.
„ეს არადემოკრატიულია. ევროკავშირის პარლამენტმა უშუალოდ უნდა მისცეს ხმა საკითხებს, არათუ გადასცეს უფლებამოსილებები ევროკომისიას“, – დაწერა მასკმა „იქსზე“.